Loading data...
ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნა მხოლოდ ირანთან შეთანხმებით არის შესაძლებელი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ჰორმუზის სრუტის სამხედრო გზით გახსნის მცდელობას „არარეალისტურს“ უწოდებს.

მაკრონი აცხადებს, რომ ასეთ ოპერაციას განუსაზღვრელი დრო დასჭირდება და რისკის შემცველია. 

„ჩვენ ამ გზას არასოდეს ავირჩევთ და მას არარეალისტურად მივიჩნევთ. ჩვენ უნდა გვქონდეს შესაძლებლობა კვლავ გავხსნათ ეს სრუტე, რადგან მას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ვაჭრობისთვის, მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ ირანთან შეთანხმებით“, - აცხადებს ემანუელ მაკრონი. 

მისი თქმით, პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა, რასაც მოჰყვება მოლაპარაკებების განახლება, ხოლო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მისია შეძლებს, რომ გემებს ცეცხლი არ გაუხსნან. 

ჰორმუზის სრუტის გარშემო არსებული ვითარება 👇

ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის ოპერაციის დაწყების შემდეგ, თეირანმა ჰორმუზის სრუტე დაბლოკა. ჰორმუზის სრუტის გავლით მსოფლიო ნავთობის დაახლოებით 20% და თხევადი ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი ნაწილი გადის. 

Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად არის ირანის წინააღმდეგ ომი დაასრულოს. 

მოგვიანებით, ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანთან ომი, „სავარაუდოდ, მალე დასრულდება“.