1766232218
უცხოეთი
ელისეის სასახლის თანამშრომელი ორი წლის განმავლობაში ჭურჭელს იპარავდა
ელისეის სასახლის თანამშრომელმა საფრანგეთის პრეზიდენტის რეზიდენციიდან 2 წლის განმავლობაში 100 ერთეული ფაიფურის ჭურჭელი მოიპარა, რომელიც ოფიციალური მიღებების დროს გამოიყენებოდა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.
ზოგიერთი მოპარული ნივთი კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. მოპარულ ჭურჭელს ქურდი ფაიფურის კოლექციონერს გადასცემდა, რომელიც ლუვრში მუშაობდა.
პოლიციამ ჩხრეკის დროს ორივე კაცის სახლში მოპარული ნივთები აღმოაჩინა. ამ ეტაპზე გამოძიება გრძელდება.
ორივე კაცს მოპარული ნივთების დაბრუნება მოსთხოვეს. როგორც ელისეის სასახლის, ასევე ლუვრის თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს.