Loading data...
El Pais: პუტინი და სი ძინპინი ვარაუდობენ, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები წლის ბოლომდე შედგება

გამოცემა El Pais წერს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, რუსეთის და ჩინეთის ლიდერებთან, ვლადიმერ პუტინთან და სი ძინპინთან გამართა შეხვედრა, რომლის მთავარი თემაც უკრაინაში მიმდინარე ომი იყო.

ამასთან, გამოცემის ცნობით, ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და ევროკავშირის ლიდერებს მისწერა, თუ რა არგუმენტები აქვს კრემლს უკრაინის წინააღმდეგ ომში და როგორია ჩინეთის ხედვა რუსეთის მიერ, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ევროკავშირს კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს ჩინეთთან, რომ მოემზადოს მომავალი სამშვიდობო დიალოგისთვის, რომელშიც პეკინი, საკუთარ თავს „პატიოსან შუამავლად“ მიიჩნევს.

„სი ძინპინი ჩინეთის პოლიტიკას, აღიქვამს მშვიდობის პოლიტიკად მაშინ, როდესაც აშშ-ის და ევროპის პოლიტიკა - ეს არის ომის პოლიტიკა, რომელშიც ევროპა ავტომატურად მიჰყვება ამერიკულ ხაზს“, - მოჰყავს გამოცემას ციტატა უნგრეთის პრემიერის წერილიდან.

მისივე თქმით, „პუტინი და სი ძინპინი ვარაუდობენ, რომ ახალი სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის, წლის ბოლომდე შედგება“.