1748807893
უცხოეთი
ეგზიტპოლის თანახმად, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ლიბერალი რაფალ ტრჟასკოვსკი იმარჯვებს

IPSOS-ის ეგზიტპოლის მონაცემებით, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ლიბერალური „სამოქალაქო პლატფორმის“ კანდიდატი და ვარშავის მერი რაფალ ტრჟასკოვსკი იმარჯვებს.
ტრჟასკოვსკი არჩევნებში მცირე უპირატესობით იგებს.
ეგზიტპოლის თანახმად, 53 წლის ტრჟასკოვსკი ხმების 50.3%-ს იღებს, მისი 42 წლის მეტოქე კაროლ ნავროცკი კი, რომელსაც მხარს ოპოზიციური ეროვნულ-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“ უჭერს, ხმათა 49.7%-ს აგროვებს.
პოლონეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 72.8% შეადგინა.