Loading data...
ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ღაზას ომის დასრულების შემთხვევაში, ისრაელთან მშვიდობას მეტი არაბული სახელმწიფო დაამყარებს

ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბადრ აბდელატიმ საუდის არაბეთის ტელეარხ „ალ-არაბიას“ განუცხადა, რომ „თუ ღაზაში ომი დასრულდება, ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმებებს კიდევ რამდენიმე არაბული ქვეყანა მოაწერს ხელს“.

ის დასძენს, რომ ეგვიპტეში მოლაპარაკებების წარმატების მთავარი გარანტი თავად აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპია.

ის ასევე ამბობს, რომ შარმ-ელ-შეიხში მიმდინარე მოლაპარაკებები აშშ-ის გეგმის პირველ ეტაპზეა ორიენტირებული: ომის დასრულება, დახმარების შეტანა, მძევლების დაბრუნება და პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება.