ედგარს რინკევიჩი: სამწუხაროდ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და ციფრული განვითარების სახელმწიფო სააგენტომ საარჩევნო პროცესის ორგანიზება ვერ შეძლეს

ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი აცხადებს, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და სახელმწიფო ციფრული განვითარების სააგენტომ ვერ შეძლეს საარჩევნო პროცესის ორგანიზება.
მან დასძინა, რომ საარჩევნო ხარვეზის გამო, ქვეყნის პარლამენტმა და მთავრობამ უნდა შეაფასონ ამ ინსტიტუტების მუშაობა და თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საჭიროა კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება იმის უზრუნველსაყოფად, რომ მომავალ წელს სეიმის არჩევნები შეუფერხებლად ჩატარდეს.
„სამწუხაროდ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და ციფრული განვითარების სახელმწიფო სააგენტომ საარჩევნო პროცესის ორგანიზება ვერ შეძლეს.
მომავალი წლის სეიმის არჩევნების შეუფერხებლად ჩასატარებლად კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა არსებობდეს. ეს საკითხი ასევე განიხილება მომავალ კვირას დაგეგმილ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე“, - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.