ჩინეთში დაკავებული დიპლომატი ლიუ ძინ ჩაო ევროპისა და ამერიკის ქვეყნების წამყვან ლიდერებს ხშირად ხვდებოდა - ოპოზიციური მედიები სპეკულაციებს აგრძელებენ

ოპოზიციური მედიების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთში მაღალი რანგის დიპლომატი დააკავეს, რომელმაც საქართველოს მთავრობის დელეგაციას უმასპინძლა. როგორც მედიასაშუალებებში დაიწერა, დაკავებული პოლიტიკოსი ლიუ ძინჩაო მხოლოდ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ხვდებოდა, თუმცა ამავე მედიებში არ გაჟღერებულა, რომ იგივე ადამიანი, წლების განმავლობაში, ოფიციალურ, პარტნიორულ ურთიერთობებს იჩენდა ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების, მათ შორის, მთავრობის წარმომადგენლების მიმართ.
ვინ იყო რეალურად ლიუ ძინჩაო, რომელიც არამხოლოდ ქართული დელეგაციის, არამედ ევროპისა და ამერიკის ქვეყნების წამყვან ლიდერებს ხშირად ხვდებოდა?
ლიუ ძინჩაო ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში ვიზიტებისას, არაერთხელ მიიღეს თბილად, როგორც აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან დაახლოებული პირი. აშშ მას ჩინეთის საგარეო საქმეთა პოტენციურ მინისტრად განიხილავდა.
📸ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მაღალი რანგის დიპლომატი ლიუ ძინჩაო, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი
📸 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მაღალი რანგის დიპლომატი ლიუ ძინჩაო, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი
📸 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მაღალი რანგის დიპლომატი ლიუ ძინჩაო, იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა
📸 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მაღალი რანგის დიპლომატი ლიუ ძინჩაო, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი
📸 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მაღალი რანგის დიპლომატი ლიუ ძინჩაო, გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში
📸 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მაღალი რანგის დიპლომატი ლიუ ძინჩაო, სინგაპურის პრემიერ-მინისტრი ლოურენს ვონგი
📸 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მაღალი რანგის დიპლომატი ლიუ ძინჩაო, ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი პენი ვონგი
📸 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მაღალი რანგის დიპლომატი ლიუ ძინჩაო და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პოლიტიკური პარტიების დელეგაცია, ჩეხეთის რესპუბლიკიდან ევროპარლამენტის წევრის კატერინა კონეცნას ხელმძღვანელობით
📸 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მაღალი რანგის დიპლომატი ლიუ ძინჩაო, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა
როგორც The Wall Street Journal წერს, ძინჩაო 2025 წლის ივლისში, საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტიდან პეკინში დაბრუნებისას, „გამოკითხვის მიზნით“ დააკავეს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ცნობილია, როგორც კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი პირი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში, ჩინეთის კომუნისტური პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა და სახელმწიფოს უცხოურ პოლიტიკურ პარტიებთან, ასევე, სოციალისტურ ქვეყნებთან ურთიერთობების მოწესრიგებაში ეხმარებოდა.
თანამდებობა ძინჩაომ 2022 წელს დაიკავა, რის შემდეგაც 20-ზე მეტ ქვეყანაში იმყოფებოდა და 160-ზე მეტი ქვეყნის ოფიციალურ პირს შეხვდა.
ლიუს დატვირთული გრაფიკი, განსაკუთრებით კი ვაშინგტონში აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან შეხვედრები იწვევდა მოლოდინს, რომ ყოფილ ელჩსა და სამინისტროს პრესსპიკერს მომავალ საგარეო საქმეთა მინისტრად აირჩევდნენ.
ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს საინფორმაციო ოფისმა, რომელიც ჩინეთის მთავრობისთვის მედიასთან დაკავშირებულ შეკითხვებს ამუშავებს, უცხოური მედიასაშუალებების კითხვებს, თუ რატომ დააკავეს მაღალი რანგის დიპლომატი, არ უპასუხა.
ლიუ ძინჩაო პეკინის საგარეო საქმეთა სამინისტროს კვლევით უნივერსიტეტში, ინგლისური ენის სპეციალობით სწავლობდა, რის შემდეგაც ოქსფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა.
სხვადასხვა წლებში ჩინეთის მისიაში მსახურობდა დიდ ბრიტანეთში, ასევე, ინდონეზიასა და ფილიპინებში ჩინეთის ელჩად მუშაობდა.