Loading data...
ებრაჰიმ აზიზი: ტრამპმა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით მუქარის ნაცვლად, საკუთარ უსაფრთხოებაზე უნდა იდარდოს

ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომისიის თავმჯდომარის ებრაჰიმ აზიზის განცხადებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით გაუთავებელი მუქარის ნაცვლად, საკუთარ უსაფრთხოებაზე უნდა იდარდოს. 

„შესაძლოა, შეიქმნას პირობები, როდესაც ის თავად იძულებული გახდება, უსაფრთხოების მიზნით, საკვების გადამზიდ სატვირთო მანქანაში დაიმალოს“, – აცხადებს აზიზი. 

ირანმა განაცხადა, რომ სრუტე მხოლოდ მას შემდეგ გაიხსნება, რაც აშშ-ის სამხედრო ჩარევა დასრულდება.