1769352993
უცხოეთი
ძლიერმა შტორმმა აშშ-ში ელექტროენერგიის გათიშვა და 17 შტატში ათასობით რეისის გაუქმება გამოიწვია
ზამთრის ძლიერი შტორმის გამო აშშ-ში 13 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა, ხოლო 17 შტატში 500 000-ზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ამერიკელი სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა მომავალ კვირასაც გაგრძელდება.
ყინულის საფარმა მოიცვა ტერიტორია ტეხასიდან უკიდურეს ჩრდილოეთით, მაინისა და ნიუ-ჰემფშირის შტატებამდე.
როგორც უცხოური მედია წერს, აშშ-ის პრეზიდენტმა 18 შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
„ჩვენ გავაგრძელებთ მონიტორინგს და კომუნიკაციას ყველა შტატთან. იყავით უსაფრთხოდ“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.