Loading data...
ძლიერი წვიმა, სეტყვა და წყალდიდობა - თურქეთში სტიქიას ებრძვიან

თურქეთის ქალაქ კონიასა და მის ახლომდებარე სოფლებში სტიქიას ებრძვიან. ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და წყალდიდობამ მოსახლეობა მნიშვნელოვნად დააზარალა. ინფორმაციას თურქული მედია იუწყება

ძლიერი წვიმის შედეგად, ქალაქ კონიაში წყალდიდობაა, სოფლებში კი - მეწყერი. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და კორპუსები. 

როგორც მედია საშუალება აღნიშნავს, ძლიერი წვიმა სეტყვაში გადაიზარდა, რამაც დააზიანა ავტომობილები, ქალაქში ხეები წაიქცა, რის გამოც, სამაშველო ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტად მუშაობდნენ და ამ ეტაპზეც, აგრძელებენ პრობლემის აღმოფხვრას. 

წყალდიდობის გამო, კონიაში დაიტბორა გზები და შეფერხდა მოძრაობა, დაფიქსირდა ავტოავარიების შესახებ ინფორმაციაც. როგორც ჩანს, მიწისქვეშა გადასასვლელებიც წყლითაა სავსე.

ძლიერმა ქარმა კი, ხეები მოგლიჯა და ინფრასტრუქტურა დააზიანა. ჩამოინგრა ზოგიერთი საცხოვრებელი სახლის სახურავიც.