Loading data...
ძლიერი მიწისძვრა ჩინეთში - დაღუპულია 16 ადამიანი

„ჩინეთში, ტიბეტის რეგიონში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა“, - ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

ძლიერმა სტიქიამ ასობით სახლი დაანგრია, დაშავებულია 54 ადამიანი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რეგიონში მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა.