Loading data...
დუდა უკრაინელებს სთხოვს, მოთმინება გამოიჩინონ პოლონეთის ახალი პრეზიდენტის მიმართ

კიევში ვიზიტით მყოფმა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ უკრაინელებს ურჩია, მოთმინება გამოიჩინონ პოლონეთის ახალარჩეული პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის მიმართ.

საარჩევნო კამპანიის დროს ნავროცკიმ, რომელიც იმავე მემარჯვენე კონსერვატიულ პარტიას, „კანონსა და სამართალს“ წარმოადგენს, განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინის ბრძოლას რუსული აგრესიის წინააღმდეგ, მაგრამ ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, განსაკუთრებით ნატოში, გაწევრიანებას.

„გთხოვთ, მოთმინება გამოიჩინოთ. საპრეზიდენტო მაგიდიდან სამყარო სხვანაირად გამოიყურება, სრულიად განსხვავებულია, ვიდრე არჩევნების დროს არის კანდიდატისთვის“, - განაცხადა დუდამ.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ თბილად მიიღო დუდა და თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა. მან განაცხადა, რომ თავის მემკვიდრესაც კიევში მოიწვევდა.