Loading data...
„დრონებმა ძირითადი დანადგარები დააზიანა“ - უკრაინამ რუსეთში ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას დაარტყა - Reuters

ბოლო ორი თვის განმავლობაში უკრაინა რუსეთის ნავთობის ინდუსტრიას ურტყამს. ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სიდიდით მეორე ნავთობგადასამუშავებელმა ქარხანამ, კირიშიმ, მუშაობა შეაჩერა მას შემდეგ, რაც მისი ოთხი პირველადი ნავთობგადასამუშავებელი ბლოკიდან (CDU) სამი დაზიანდა უკრაინული დრონების თავდასხმების შედეგად, - წერს Reuters.

როგორც მედია წერს, დაბომბვის შემდეგ ქარხანამ მუშაობა სრულად შეაჩერა, რადგან ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე დროზდენკომ განაცხადა, რომ კირიშის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა, სამიზნედ იქცა და რომ ხანძარი კირიშის ინდუსტრიულ ზონაში გაჩნდა.

ორმა წყარომ განაცხადა, რომ დრონის თავდასხმის შედეგად ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის ოთხი პირველადი ნავთობგადასამუშავებელი ბლოკიდან სამი დაზიანდა.

როგორც მედია წერს, რუსეთი ასეთ თავდასხმებს ტერორიზმს უწოდებს. უკრაინა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ გზით თავს იცავს. უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 800 კილომეტრში მდებარე კირიშის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე, როგორც ამბობენ, წელს რამდენჯერმე განხორციელდა თავდასხმა უკრაინული დრონების მიერ.

კირიშის ქარხანა წელიწადში დაახლოებით 18 მილიონ ტონა ნავთობს აწარმოებს, რაც ქვეყნის მასშტაბით წარმოებული საერთო ნავთობის მოცულობის 7%-ს შეადგენს.