1754550237
უცხოეთი
დრეზდენში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი იპოვეს

გერმანიის ქალაქ დრეზდენში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ავიაბომბი იპოვეს. საშიში ნივთი კარალაბრიუკეს ხიდის ადგილას იპოვეს, რომელიც 2024 წელს ნაწილობრივ ჩამოინგრა და მოგვიანებით ის მთლიანად დაანგრიეს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
აფეთქების საფრთხის გამო 17 ათასი ადამიანი იყო ევაკუირებული. დროებით ევაკუირებულებისთვის თავშესაფარი იყო მოწყობილი.
პოლიციის ცნობით, ბომბის გაუვნებელყოფის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. წლის დასაწყისიდან მსგავსი ტიპის ჭურვები უკვე მეოთხედ აღმოაჩინეს.