1776691677
უცხოეთი
დონის როსტოვში საცირკო წარმოდგენის დროს ვეფხვი გაიქცა
რუსეთში ქალაქ დონის როსტოვში საცირკო წარმოდგენის დროს მანეჟის გარშემო გაბმული დამცავი ბადე ჩამოვარდა და მანეჟზე მყოფი ვეფხვი მაყურებელთა რიგებში შეძვრა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.
გარკვეული ხნის განმავლობაში ვეფხვი მაყურებელთა შორის დადიოდა, შემდეგ ქუჩაში მისი განდევნა მოხერხდა, სადაც ცხოველთა მწვრთნელებმა გალიაში მტაცებლის დაბრუნება მოახერხეს. მაყურებელთა შორის არავინ დაშავებულა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა „მომსახურების გაწევისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევის“ მუხლით.