Loading data...
დონალდ ტუსკი: რუსეთის ჰიბრიდული ომი კრიტიკულ ზღვარს სცდება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადებით, რუსეთის მიერ ინსპირირებული და ორგანიზებული დივერსიული ქმედებები მიზნად ისახავს პოლონეთის დესტაბილიზაციას და ტერორიზმის ნიშნებს ატარებს.

როგორც ტუსკმა აღნიშნა, პოლონეთის რკინიგზაზე დივერსია ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ჰიბრიდული ომის შემდეგ ეტაპს ახორციელებს, რომელიც ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული.

„კრემლის სამსახურების მიერ მრავალი თვის განმავლობაში ინსპირირებული და ორგანიზებული დივერსიული ქმედებები კრიტიკულ ზღვარს სცდება. ახლა უკვე შეგვიძლია ტერორიზმზე საუბარი“, - აცხადებს დონალდ ტუსკი. 

ინფორმაციისთვის, 18 ნოემბერს დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთის რკინიგზაზე დივერსიის მომწყობი პირები, სავარაუდოდ უკრაინის მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობდნენ. მისი თქმით, პოლონეთი მოითხოვს ეჭვმიტანილების დაპატიმრებას და ექსტრადიციას.

პოლონეთში დივერსიულ ქმედებებთან დაკავშირებით დაკავებულ ორ უკრაინელს ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს, მათ სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.