Loading data...
დონალდ ტუსკი: ნატოს ერთი წევრის მეორე წევრზე თავდასხმა სამყაროს დასასრული იქნება

პოლონეთი გრენლანდიაში ჯარისკაცებს არ გაგზავნის, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა და დასძინა, რომ ნატოს ერთი წევრის მეორე წევრზე თავდასხმა სამყაროს დასასრული იქნება.

„ნატოს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის ნაწილის სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ მიტაცების მცდელობა პოლიტიკური კატასტროფა იქნებოდა. ეს ჩვენთვის ცნობილი სამყაროს დასასრული იქნება“, - აღნიშნა ტუსკმა.

მან განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ევროპა გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით ერთიანი დარჩეს.