Loading data...
დონალდ ტუსკი: ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოების გარანტიებს

„უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების სატელეფონო საუბრისას, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მთავარი საკითხი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებია“, - ამის შესახებ განცხადება პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა გააკეთა.

„საუბრის ყველა მონაწილე (მათ შორის, სკანდინავიის ქვეყნების, კანადის, ნიდერლანდებისა და ნატოს წარმომადგენლები) შეთანხმდნენ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს; კონკრეტულსა და საიმედოს. ასეთი გარანტიები, ასევე, ნიშნავს მეტ უსაფრთხოებას პოლონეთისთვის. აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ, საუბარს დავუბრუნდებით“, - წერს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში.

თავის მხრივ, ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა ზელენსკის ევროპელ ლიდერებთან საუბარს წარმატებული უწოდა.

„სამართლიან და ხანგრძლივ სამშვიდობო შეთანხმებაზე ერთობლივი მუშაობა“, - წერს ფინეთის პრეზიდენტი.