Loading data...
დონალდ ტუსკი: ევროკავშირის ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ, ფული დღეს, ან სისხლის ღვრა ხვალ

ევროკავშირის ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ, ფული დღეს, ან სისხლი ხვალ, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობამ შესაძლოა, საომარი მოქმედებების ესკალაცია გამოიწვიოს.

„ახლა ჩვენ მარტივი არჩევანი გვაქვს - ფული დღეს, ან სისხლის ღვრა ხვალ. მე მხოლოდ უკრაინაზე არ ვსაუბრობ, მე ევროპაზეც ვსაუბრობ. ეს მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტია“, - აცხადებს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი.