1794600000
უცხოეთი
დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ პოლონეთი ამერიკული იარაღის შესაძენად უკრაინის დაფინანსების პროგრამაში მონაწილეობას აღარ მიიღებს
პოლონეთი PURL-ის (უკრაინის პრიორიტეტული საჭიროებების სია) პროგრამაში წვლილის შეტანას წყვეტს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან საუბრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მიზეზები სახელმწიფო ბიუჯეტის მაღალი დეფიციტი და პოლონეთის თავდაცვის ხარჯებია.
„[ნატოს გენერალურ მდივანს] მარკ რუტეს ვაცნობე, რომ ამ ეტაპზე არ განვახორციელებთ შენატანებს PURL-ის პროგრამაში - ევროპული თანხებით უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად“, - აღნიშნა ტუსკმა.
საუბარია ამერიკული იარაღის შესყიდვის დაფინანსების შეწყვეტაზე და არა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებაზე. შეგახსენებთ, რომ პოლონეთი PURL-ის პროგრამას 2025 წლის ბოლოს შეუერთდა და უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად 100 მილიონი დოლარი გამოყო.