დონალდ ტრამპმა USS Abraham Lincoln-ის ბორტზე მარაგების შემცირების შესახებ ინფორმაციას „ყალბი“ უწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარყო ინფორმაცია ავიამზიდ USS Abraham Lincoln-ზე მარაგების შემცირებისა და დაბალი საბრძოლო სულისკვეთების შესახებ. მან CNN-ის ბოლოდროინდელ ინფორმაციას „ყალბი ამბავი“ უწოდა.
ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ავიამზიდზე საკმარისი საკვებია, მიუხედავად იმისა, რომ მეზღვაურებმა და ოჯახის წევრებმა CNN-ს განუცხადეს, რომ გემს პერიოდულად საკვების დეფიციტი, ჰიგიენური საშუალებების ნაკლებობა და წყლის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.
„ლინკოლნი“ იქ უკვე გარკვეული, საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფება. თუმცა წლების განმავლობაში გვქონია შემთხვევები, როდესაც ისინი იქ ბევრად უფრო დიდხანს დარჩენილან“, - განაგრძო ტრამპმა.
მას შემდეგ, რაც „ლინკოლნმა“ გასული წლის ნოემბერში სან-დიეგოს მშობლიური პორტი დატოვა, ავიამზიდი 250 დღეზე მეტია, რაც ახლო აღმოსავლეთში გადამისამართდა ირანთან ომში აშშ-ის ოპერაციების მხარდასაჭერად, რომელიც უკვე მეექვსე თვეა, მიმდინარეობს. შესაძლოა, ხომალდმა ამერიკულ ავიაზიდებს შორის რეკორდი მოხსნას მშობლიური პორტიდან ყველაზე ხანგრძლივი დაშორების მაჩვენებლით ვიეტნამის ომის შემდეგ.