Loading data...
დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, სანქციები მოუხსნას იმ ჩინურ კომპანიებს, რომლებიც ნავთობს ირანისგან ყიდულობენ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი განიხილავს იმ ჩინური კომპანიებისთვის სანქციების მოხსნას, რომლებიც ირანულ ნავთობს ყიდულობენ.

„გადაწყვეტილებას მომდევნო რამდენიმე დღეში მივიღებ. ჩვენ ნამდვილად ვისაუბრეთ ამაზე“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს დღეს, 15 მაისს.

ჟურნალისტების კითხვაზე, აიღო თუ არა სი ძინპინმა მყარი ვალდებულება, რომ ირანზე ზეწოლა მოახდინოს ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის მიზნით, ტრამპმა უპასუხა: „მე სამსახურს არავის ვთხოვ, რადგან როდესაც სხვას სთხოვ სამსახურს, სანაცვლოდაც სამსახური უნდა გაუწიო“.

ტრამპმა დასძინა, რომ მისი აზრით, სის სურს სრუტის გახსნა და აღნიშნა, რომ ჩინეთი საკუთარი ნავთობის მნიშვნელოვან ნაწილს სპარსეთის ყურიდან იღებს.