1793637283
უცხოეთი
დონალდ ტრამპმა საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში მიმდინარე აქციებზე: აშშ-ში ეს არ ხდება და არც დავუშვებთ, რომ მოხდეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ისაუბრა.
მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უთხრა, რომ იმიგრაცია საფრანგეთისთვის პრობლემებს შექმნიდა.
„კარგი ადამიანია. ჩემი მეგობარია, მაგრამ მე ვუთხარი: „თქვენ იმიგრაციით საკუთარ ქვეყანას ანადგურებთ“. ისინი მთელი მსოფლიოდან უშვებენ ქვეყანაში ადამიანებს, რომლებსაც ეს ქვეყანა სძულთ. მათ სძულთ ძეგლები, ხელოვნება, ფერწერული ნამუშევრები და ხალხი. ამას მათ ბრაზშიც ხედავთ. ეს განათლების საკითხი არ არის. პირველ რიგში, ისინი, ვინც პროტესტში მონაწილეობენ, სტუდენტები არ არიან. ეს მთელ ევროპაში ხდება“, - განაცხადა ტრამპმა.