Loading data...
დონალდ ტრამპმა ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა: ნიკოლის დახმარებით ჩვენ აშშ-ს, სომხეთს, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას უპრეცედენტო სიმაღლეებამდე ავიყვანთ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს მოახლოებულ არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა.

„სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, დიდი მეგობარი და ლიდერი, თავის ქვეყანას აძლიერებს, ამდიდრებს და ძალიან უსაფრთხოს ხდის! ნიკოლი სრულად იზიარებს ჩემს ხედვას მშვიდობისა და კეთილდღეობის შესახებ სომხეთისა და მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის.

ჩვენი სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ახლახან ეწვია სომხეთს, სადაც ჩვენს ორ ქვეყანას შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმების წინსვლას შეუწყო ხელი. მალე შეერთებული შტატები და სომხეთი ერთად ჩაუყრიან საფუძველს „ტრამპის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის მარშრუტს“, რომელიც სამხრეთ კავკასიას გარდაქმნის და ჩვენს შესანიშნავ ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიებს ცენტრალური აზიიდან პირდაპირ შეერთებულ შტატებამდე წვდომის შესაძლებლობას მისცემს.

ამ მიზეზების გამო ნიკოლს ჩემი სრული და აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს 2026 წლის 7 ივნისს არჩევნებზე. ნიკოლის დახმარებით ჩვენ შეერთებულ შტატებს, სომხეთს, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას უპრეცედენტო სიმაღლეებამდე ავიყვანთ.

გავხადოთ (სომხეთი) კვლავ დიადი“, – წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.