Loading data...
დონალდ ტრამპმა ჯანი ინფანტინოს მხარი დაუჭირა FIFA-ს პრეზიდენტსა და ფეხბურთის ფედერაციებს შორის დავაში

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (FIFA) საშინელ შეცდომას დაუშვებს, თუ რაიმე მიზეზით ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ჯანი ინფანტინოს გამოცვლას შეეცდება. ამის შესახებ ტრამპმა nytimes.com იუწყება.

ტრამპის აზრით, FIFA-ს დღევანდელმა ხელმძღვანელმა ისტორიაში ყველაზე წარმატებული ჩემპიონატი ჩაატარა და მისი წასვლის შემთხვევაში მსოფლიოს საფეხბურთო პირველობა ასეთი მომგებიანი აღარასოდეს იქნება.

ცნობისთვის, ივლისის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯანი ინფანტინომ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატებში კერძო ინვესტორებისთვის უფლებების წილის გაყიდვა გადაწყვიტა. ამ გეგმის მიხედვით, უფლებების 20% კერძო ინვესტორებს უნდა შეეძინა, რომელთა სათავეში დგას ჯოშუა კუშნერი, დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის ძმა.

30 ივლისს UEFA-ს 55-მა ნაციონალურმა ასოციაციამ მიიღო გადაწყვეტილება FIFA-ს ყველა ტურნირის ბოიკოტირების შესახებ, თუ ინფანტინოს გეგმა განხორციელდება.

„არავის აქვს მორალური უფლება, რომ გაყიდოს ის, რაც მას მხოლოდ დროებით ერგო და ეს მომავალი თაობების ინტერესებისთვის კეთდება“, - განაცხადა UEFA-ს ყველა წევრმა ქვეყანამ.

ევროპის ფეხბურთის ასოციაციის კრიტიკას ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციაც (CONCACAF) შეუერთდა. მასში 41 ქვეყანაა გაერთიანებული.