Loading data...
დონალდ ტრამპმა ჩინეთთან დიდი ბრიტანეთის დაახლოებას „ძალიან სახიფათო“ უწოდა

თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა ჩინეთთან დიდი ბრიტანეთის დაახლოებას „ძალიან სახიფათო“ უწოდა. 

„ეს ძალიან საშიშია მათთვის (დიდი ბრიტანეთი) და კიდევ უფრო საშიშია კანადისთვის, რომ ჩინეთთან დაიწყოს ბიზნესის კეთება. კანადა კარგს არ შვრება“, - განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს ის დიდი ბრიტანეთის მცდელობაზე დაამყაროს საქმიანი ურთიერთობა ჩინეთთან. 

ინფორმაციისთვის, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ჩინეთში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. 

ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის შეხვედრის შედეგად, ორმა ქვეყანამ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ ათი ხელშეკრულება გააფორმა.