Loading data...
დონალდ ტრამპის წარმომადგენელი ბელარუსში ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა

ბელარუსის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ჯონ კოული მინსკში ჩავიდა. ამის შესახებ სააგენტო BELTA იტყობინება.

მინსკში კოულმა მოლაპარაკებები გამართა ბელარუსის ლიდერ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან.

ბელარუსის მხარის ოფიციალური განცხადების თანახმად, მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ტურჩინი, ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ივან ტერტელი და ბელარუსის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ვალენტინ რიბაკოვი.

მოლაპარაკებების დროს კოულმა მასპინძლებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან მოკითხვა გადასცა.

„ის [ტრამპი] მტკიცედ უჭერს მხარს ყველაფერს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ“, - აღნიშნა მან.