Loading data...
დონალდ ტრამპის თქმით, შუალედურ არჩევნებში დემოკრატების გამარჯვების შედეგად ირანმა თავდასხმები გაააქტიურა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ თვის დასაწყისში გამართულ შუალედურ არჩევნებში დემოკრატიული პარტიის მიერ მოპოვებულმა გამარჯვებამ ირანი წააქეზა. 

როგორც ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა, მან იწინასწარმეტყველა, რომ თეირანის „თავდასხმები უფრო აგრესიული გახდებოდა, რაც მოხდა კიდეც“.

„გასულ კვირას ირანმა იმაზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, ვიდრე ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ნებისმიერ სხვა დროს. ნუ ღელავთ, ყველა მათგანი ჩამოგდებულია და მათ არანაირი ზიანი არ გამოუწვევია“, - აღნიშნა ტრამპმა. 

„ირანის ლიდერები დემოკრატებს სუსტებად, არაეფექტურებად და ქვეყნის დამანგრევლებად მიიჩნევენ, მაგრამ მე ამას არ დავუშვებ! დემოკრატებიც და ირანიც თავდაუზოგავად იბრძოდნენ იმისთვის, რომ ნავთობის ფასი რაც შეიძლება დიდხანს შეენარჩუნებინათ მაღალ ნიშნულზე, თუმცა არჩევნების შემდეგ ნავთობის ფასი რეკორდულად დაეცა. სამწუხაროა, რომ ამომრჩევლებმა ეს მანამდე ვერ გააცნობიერეს, სანამ გადამწყვეტ ნაბიჯს გადადგამდნენ, თუმცა მთლიანობაში ეს არჩევნები ძალიან „უცნაური“ იყო“, - დაწერა მან, რითაც კიდევ ერთხელ ეჭვქვეშ დააყენა არჩევნების შედეგები, ყოველგვარი მტკიცებულების წარდგენის გარეშე.

„საბოლოოდ ამერიკა გაიმარჯვებს!“, - დაასკვნა ტრამპმა.