1795413000
საზოგადოება
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით შიო მესამე წირვას ბოდბის დედათა მონასტერში მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში აღავლენს
დღეს, 23 ნოემბერს, წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III სადღესასწაულო წირვას ბოდბის დედათა მონასტერში მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში აღავლენს.
ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.