1784753931
უცხოეთი
დონალდ ტრამპის თქმით, ირანი „შეთანხმებისთვის მზად არ არის“, თუმცა ამისთვის მზად მალე იქნება
ჯორჯიაში გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვლავ განაცხადა, რომ აშშ ამჟამად არ არის დაინტერესებული ირანთან შეთანხმების დადებით, მიუხედავად იმისა, რომ თეირანი ასეთ შეთანხმებას ითხოვს.
„ისინი ძალიან ძლიერ დარტყმას განიცდიან და გარიგების დადება სურთ. მაგრამ მე ვამბობ, რომ ისინი მზად არ არიან გარიგების დადებისთვის. რადგან ყოველ ჯერზე, როცა გარიგებას დებენ, მათ სურთ მისი და ყველაფრის შეცვლა“, - აღნიშნა ტრამპმა.
„ისინი მზად არ არიან. ისინი ძალიან მალე იქნებიან მზად“, - დასძინა მან.