Loading data...
დონალდ ტრამპის მტკიცებით, პრეზიდენტობამდე კოგნიტიური უნარების ტესტი სამჯერ ჩააბარა და სამივეჯერ - წარმატებით

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნებისმიერმა პირმა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტობის ან ვიცე-პრეზიდენტობისთვის აპირებს ბრძოლას, აუცილებლად უნდა ჩააბაროს კოგნიტიური უნარების გამოცდა.

მისივე თქმით, მსგავსი გამოცდა რომ ჰქონოდათ ბარაკ ობამას და ჯო ბაიდენს, ისინი მას ვერ ჩააბარებდნენ.

ტრამპის მტკიცებით, კოგნიტიური უნარების გამოცდა თავად სამჯერ ჩააბარა.

„პრეზიდენტობის ან ვიცე-პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი ვალდებული უნდა იყოს, საპრეზიდენტო მარათონში ჩართვამდე, კოგნიტიური უნარების გამოცდა ჩააბაროს!

თუ ასე მოვიქცევით, სიურპრიზად აღარ ჩავთვლით, ბარაკ ჰუსეინ ობამას ან მძინარა ჯო ბაიდენის მსგავსი ადამიანების არჩევას.

ჩვენი ქვეყანა გაცილებით უკეთესი ადგილი იქნებოდა, ეს რომ არ მომხდარიყო[პრეზიდენტებად მათი არჩევა]. მაგალითად, მე სამჯერ ჩავაბარე ეს გამოცდა, სანამ პრეზიდენტად ამირჩევდნენ და სამივეჯერ - წარმატებით. 

ექიმების თქმით, მსგავსი შედეგი იშვიათია“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.