1776105705
უცხოეთი
დონალდ ტრამპის მტკიცებით, „ირანს შეთანხმება ძალიან უნდა“
„მეორე მხარე“ დაგვიკავშირდა, ირანს შეთანხმება ძალიან სურს, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ერთად, „კარგი სამუშაო“ გასწია.
„შემიძლია, გითხრათ, რომ მეორე მხარემ დაგვიკავშირდა, მათ ძალიან, ძალიან სურთ შეთანხმების დადება. ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება. ჩვენ ბევრ რამეზე შევთანხმდით, მაგრამ ისინი ამაზე არ დათანხმდნენ. მე ვფიქრობ, რომ ისინი დათანხმდებიან“, – განაცხადა მან.
ტრამპმა, ასევე, აღნიშნა, რომ აშშ-ის საზღვაო ბლოკადა ძალაში შევიდა.