დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი მერილენდის შტატის ფედერალურ სასამართლოში მივიდა - CNN

ბრალის წარდგენის შემდეგ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი მერილენდის შტატის ფედერალურ სასამართლოში მივიდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.
ჯონ ბოლტონმა 16 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ის პრეზიდენტის სამიზნე გახდა, ტრამპის მხრიდან იუსტიციის დეპარტამენტის იარაღად გამოყენების გამო. ბოლტონის მტკიცებით, ტრამპი ძალაუფლებას ბოროტად იყენებს.
ჯონ ბოლტონს ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის გადაცემის 8 და ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის შენახვის 10 ბრალდება წაუყენეს.
დონალდ ტრამპმა ბოლტონი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად 2018 წელს აირჩია. ბოლტონი ტრამპმა 2019 წელს გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციასთან მისმა განსხვავებულმა შეხედულებებმა რამდენიმე საკითხთან, მათ შორის ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთან დაკავშირებით, პიკს მიაღწია.