Loading data...
დონალდ ტრამპის განცხადებით, ევროპა რეფორმირებას საჭიროებს

„ევროპას რეფორმირება სჭირდება“, - აცხადებს დონალდ ტრამპი. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გამოცემა The New York Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში ევროპისა და მასთან ერთად, ნატოს მიმართ ისეთი ქვეყნების დამოკიდებულებაზე გაამახვილა ყურადღება, როგორიც რუსეთი და ჩინეთია. ტრამპის თქმით, მათ არც ევროპა აშინებთ და არც ნატო და შემაკავებელი ფაქტორი მხოლოდ, შეერთებული შტატებია.

„რუსეთს საერთოდ არ აშინებს ნატო, ჩვენ გარდა. ჩინეთს საერთოდ არ აშინებს ნატო, ჩვენ გარდა, რადგან, სამწუხაროდ, ევროპა საკმაოდ განსხვავებული ადგილი ხდება და უნდა მოხდეს მისი რეფორმირება. მე მსურს ეს. ვფიქრობ, ყოველთვის ვეწყობოდით ევროპას, მაგრამ მსურს, რეფორმირება მოახდინონ. მე ვარ ის, ვინც მათ აიძულა, მეტი დაეხარჯათ ნატოზე. უკრაინისთვის ერთ-ერთი კოზირი მე ვარ, ჩემს გარეშე იქ სრული კატასტროფა იქნებოდა და ზელენსკიმ ეს იცის. ეს ევროპელმა ლიდერებმაც იციან“, - განაცხადა ტრამპმა.