Loading data...
დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან „ძალიან კარგი“ ურთიერთობა აქვს.

„იცით, კიმ ჩენ ინთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, საკმაოდ მშვიდი“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ჩინეთიდან დაბრუნებისას Air Force One-ის ბორტზე.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მასთან რაიმე კომუნიკაცია, ტრამპმა უპასუხა: „დიახ“.

ამასთან, ტრამპს კითხვა დაუსვეს, რამდენჯერ ისაუბრეს მან და კიმ ჩენ ინმა, რაზეც ტრამპმა უპასუხა: „არ აქვს მნიშვნელობა, ამას არ გეტყვით“.

„ის ჩვენი ქვეყნის მიმართ პატივისცემით იყო განწყობილი. მეც მინდა, რომ გამოხატოს პატივისცემა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ პეკინში ვიზიტის დროს ჩრდილოეთ კორეის საკითხი განიხილა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან.