Loading data...
დონალდ ტრამპი: ზელენსკის მოლაპარაკება არ სურს, მე მისი დიდი გულშემატკივარი არ ვარ, მათ უკრაინა გაანადგურეს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, არ სურს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საქმის დაჭერა, რადგან მიაჩნია, რომ ის რუსეთთან მოლაპარაკებას არ აპირებს.

თეთრი სახლის ლიდერმა Newsmax-თან ინტერვიუში, ასევე, განაცხადა, რომ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა თუ მომხერხდება, ის უკრაინის ამჟამინდელი ლიდერის მონაწილეობის გარეშე იქნება.

„ზელენსკი ისეთი ადამიანი არ არის, ვისთანაც საქმე უნდა გვქონდეს. მას მოლაპარაკება არ სურს. ამბობს, რომ მოლაპარაკება სურს, მაგრამ არ სურს. არა, მე ზელენსკის დიდი გულშემატკივარი არ ვარ. მათ უკრაინა გაანადგურეს“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

მისი თქმით, ყველაფერი ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას დროს დაიწყო, როდესაც უკრაინა, “აიძულეს, ყირიმი დაეთმო“. ტრამპის განცხადებით, ყირიმი „ყველაზე ლამაზი მიწის ნაკვეთია”, რომელიც ყველა მხრიდან ოკეანეთია გარშემორტყმული.

ტრამპმა დროებით ოკუპირებულ ნახევარკუნძულს „ყველაზე ლამაზი მიწის ნაკვეთი“ უწოდა, რომელიც ყველა მხრიდან ოკეანით არის გარშემორტყმული.

„ყირიმი, უდავოდ, უკრაინის ყველაზე ღირებული ნაწილია. ის ოთხივე მხრიდან ოკეანეთია გარშემორტყმული. დიახ, მართალია. ეს ყველაზე ლამაზი მიწის ნაკვეთია. მე ნამდვილად ვიცი კარგი მიწა“, - დასძინა ტრამპმა.