1795109570
უცხოეთი
დონალდ ტრამპი: უკრაინაში ომთან დაკავშირებით ზელენსკის გარეშე საბოლოო გადაწყვეტილებას არ მივიღებ
უკრაინაში ომთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან კონსულტაციების გარეშე, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
„უკრაინაში ომთან დაკავშირებით ზელენსკის გარეშე საბოლოო გადაწყვეტილებას არ მივიღებ“, - აღნიშნა ტრამპმა.
ამერიკის ლიდერმა ხაზი გაუსვა დიალოგის მნიშვნელობას და აღნიშნა „მშვიდობა არასდროს მიღწეულა მოლაპარაკებაზე უარის თქმით“.