Loading data...
დონალდ ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს, რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინა დათანხმდა, რუსეთის ენერგოობიექტებს არ დაარტყას. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა.

„უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს. რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო! მსოფლიოში დიზელის საწვავზე ფასების ზრდა ძირითადად რუსეთ-უკრაინის ომით არის განპირობებული და არა ირანით“, - დაწერა ტრამპმა.