დონალდ ტრამპი უარყოფს ცნობებს, რომ იორდანიაში ირანის ავიაიერიშების შედეგად ამერიკული თვითმფრინავები დაზიანდა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარყოფს ცნობებს, რომ ამ კვირაში იორდანიაში ირანის მიერ განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად ამერიკული თვითმფრინავები დაზიანდა.
„არა, არანაირი დაზიანება, არაფერი“, - აღნიშნა ტრამპმა NewsNation-თან ინტერვიუში შესაბამის კითხვაზე პასუხის გაცემისას.
ამერიკელმა ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ არ იცის, შეძლებს, თუ არა ირანი, „გაუძლოს“ აშშ-ის ეკონომიკურ ზეწოლას.
„მაგრამ ეს არჩევნების შემდეგ მოგვარდება, ან იქნებ უფრო ადრე. მაგრამ ეს არჩევნებისთანავე მოგვარდება“, - განაცხადა მან ნოემბერში აშშ-ში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებზე მითითებით.
მანამდე აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ ამ კვირაში იორდანიაში, „მუვაფაკ სალტის“ ავიაბაზაზე ირანის ავიაიერიშების შედეგად რამდენიმე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი დაზიანდა.
ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით განაცხადა, რომ ირანის თავდასხმის შედეგად ერთ A-10 Thunderbolt II ტიპის თვითმფრინავს, რომელიც Warthog-ის სახელითაა ცნობილი, ფრთა მოტყდა, ხოლო დაახლოებით რვა F-15 ავიაგამანადგურებელი მსუბუქად დაზიანდა და ისინი უკვე ექსპლუატაციაში დააბრუნეს.