Loading data...
დონალდ ტრამპი: თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში მოძრავ რომელიმე გემს რაკეტით, დრონით ან ნებისმიერი სხვა საშუალებითა თუ იარაღით შეუტევს, შეერთებული შტატები საპასუხოდ დაბომბავს და გაანადგურებს თითო ხიდს ან ელექტროსადგურს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში მოძრავ რომელიმე გემს რაკეტით, დრონით ან ნებისმიერი სხვა საშუალებითა თუ იარაღით შეუტევს, შეერთებული შტატები საპასუხოდ დაბომბავს და გაანადგურებს თითო ხიდს ან ელექტროსადგურს.

„ამ მომენტიდან, თუ ირანის ისლამური რესპუბლიკა ჰორმუზის სრუტეში მოძრავ რომელიმე გემს რაკეტით, დრონით ან ნებისმიერი სხვა საშუალებითა თუ იარაღით შეუტევს, შეერთებული შტატები საპასუხოდ დაბომბავს და გაანადგურებს თითო ხიდს ან ელექტროსადგურს, მათ შორის იმ ობიექტებსაც, რომლებიც თეირანში ან დედაქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.