Loading data...
დონალდ ტრამპი: თუ ეროვნული გვარდიის წევრებს შეაფურთხებენ - დავარტყამთ, ასეთ უპატივცემულობას არ მოვითმენთ!

აშშ-ის პრეზიდენტი ლოს-ანჯელესში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და ამის შესახებ სოციალურ ქსელ Truth Social-ზე წერს. 

როგორც დონალდ ტრამპი აღნიშნავს, მისი ადმინისტრაცია არ მოითმენს ეროვნული გვარდიის წევრების მიმართ უპატივცემულობას. 

„დემონსტრანტები შენიშნეს, რომ სახეში აფურთხებდნენ ეროვნული გვარდიის წევრებს. ამ პატრიოტ ადამიანებს ეუბნებიან, რომ უნდა მოითმინონ ეს ყველაფერი და მიიღონ, რომ „ცხოვრება ასეთია“. მინდა გითხრათ, რომ ეს ასე არაა, მით უმეტეს, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში. 

თუ ისინი შეაფურთხებენ - ჩვენ დავარტყამთ! და მინდა გითხრათ, რომ მეტად დაზარალდებიან, ვიდრე ოდესმე! ასეთ უპატივცემულობას არ მოვითმენთ!“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.