1792091877
უცხოეთი
დონალდ ტრამპი: სიკვდილით დასჯას აღვადგენთ მათთვის, ვინც პოლიციელს ან სამართალდამცავ ორგანოებში მყოფ ნებისმიერ პირს მოკლავს
„ჩვენ სიკვდილით დასჯას აღვადგენთ ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც პოლიციელს ან სამართალდამცავ ორგანოებში მყოფ ნებისმიერ პირს მოკლავს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების შედინება შემცირდა, რასთან დაკავშირებითაც ის მექსიკასთან თანამშრომლობს. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მექსიკას ახლა ნარკოკარტელები მართავენ.
„ოკეანით, ზღვით შემომავალი ნარკოტიკების რაოდენობა 97 პროცენტით შემცირდა და ჩვენ არ გვესმის, რატომ არ არის ეს 100 პროცენტით. ჩვენ ვთანამშრომლობთ მექსიკასთან, მაგრამ, სამწუხაროდ, კარტელები მართავენ მექსიკას. ამას მექსიკის პრეზიდენტსაც ვეუბნები. ის უკმაყოფილოა. ის შესანიშნავი ქალია, მშვენიერი ქალი, მაგრამ კარტელები მართავენ მექსიკას“, – დასძინა ტრამპმა.