დონალდ ტრამპი: შესანიშნავი საუბარი მქონდა ურსულა ფონ დერ ლაიენთან, ვთანხმდებით, რომ ირანს არასდროს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი, ველოდები, რომ ევროკავშირი შეასრულებს სავაჭრო შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სატელეფონო საუბარი გამართეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
„მე მქონდა შესანიშნავი სატელეფონო საუბარი ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან. ჩვენ განვიხილეთ ბევრი საკითხი, მათ შორის ის, რომ სრულად ერთიანი ვართ იმაში, რომ ირანს არასდროს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი.
შევთანხმდით, რომ რეჟიმი, რომელიც საკუთარ ხალხს კლავს, არ უნდა აკონტროლებდეს ბომბს, რომელსაც შეუძლია მილიონებით ადამიანის მოკვლა. მე დიდი მოთმინებით ველოდები, რომ ევროკავშირი შეასრულებს იმ ვალდებულებებს, რაც ჩვენი ისტორიული სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში აიღო, რომელიც შოტლანდიაში, ტერნბერიში გავაფორმეთ. ეს არის ყველაზე დიდი სავაჭრო შეთანხმება, რაც ოდესმე ყოფილა!
იყო დაპირება, რომ ევროკავშირი შეასრულებდა საკუთარ ნაწილს და შეთანხმების მიხედვით, ტარიფებს ნულამდე დაიყვანდა! მე დავთანხმდი, რომ მივცემ მას ვადას ჩვენი ქვეყნის 250-ე წლის იუბილემდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამწუხაროდ, მათი ტარიფები მნიშვნელოვნად გაიზრდება“, - წერს ტრამპი.