Loading data...
დონალდ ტრამპი: შესაძლებელია, რომ ირანის რეჟიმი დაეცეს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის რეჟიმის დამხობა შესაძლებელია.

„რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, არა?“ - განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა აშშ ასეთ სცენარს, აშშ-ის პრეზიდენტი პასუხობს: „ჩვენ ყველაფრისთვის გვაქვს გეგმა“ და დასძინა, რომ ერთ საათში თავის მრჩევლებს შეხვდება სიტუაციურ ოთახში.

კითხვაზე, თუ რამ აიძულა იგი ირანთან მოლაპარაკებების მხარდაჭერიდან თეირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმის პოტენციურად დამტკიცებაზე გადასულიყო, ტრამპი ისრაელის მიერ ისლამურ რესპუბლიკაზე გასულ ხუთშაბათს-პარასკევს განხორციელებული პირველი დარტყმის შედეგებზე მიუთითებს.

„პირველი ღამე დამანგრეველი იყო და ერთი მხარე ნამდვილად გააოგნა“, - დასძენს ტრამპი.