დონალდ ტრამპი სატელეფონო საუბარს ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გეგმავს

თეთრი სახლი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ისრაელის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრის გამართვას გეგმავს. საქმე ეხება აშშ-ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებს, რომლის გაუქმებაზეც დონალდ ტრამპი, როგორც ჩანს, ღელავს.
აშშ-ის პრეზიდენტმა რამდენჯერმე გამოხატა უკმაყოფილება ისრაელის პრემიერის მიმართ და ბენიამინ ნეთანიაჰუ გააფრთხილა, არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რაც შესაძლო მოლაპარაკებებს ჩიხში შეიყვანს.
„ამის გაკეთება ახლა შეუფერებელი იქნება, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ საკითხის გადაწყვეტასთან“, - აცხადებს ტრამპი და დასძენს, რომ ირანთან სამუშაო მაგიდასთან ჯდომა, საკმაოდ, რთული აღმოჩნდა. „ისინი ძალიან მკაცრები არიან მოლაპარაკებების პროცესში“, - ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი. ინფორმაციაზე THE TIMES OF ISRAEL საუბრობს.
ირანი, სულ მალე, ომანის მეშვეობით აპირებს ამერიკას ბირთვული შეთანხმების საპასუხო წერილი წარუდგინოს. ამ თემაზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა.
რაც შეეხება აშშ-ის პოზიციას, დონალდ ტრამპის თქმით, ისინი ბევრს მუშაობენ ირანთან დაკავშირებით.
„ვაშინგტონი თეირანის პასუხს ელოდება, ბირთვული შეთანხმების წინადადებაზე. ამერიკელები ამ თემაზე ვმუშაობთ და თან, ძალიან ბევრს. ირანი კარგი მომლაპარაკებელია, მაგრამ ძალიან მკაცრია“, - აღნიშნავს დონალდ ტრამპი.