დონალდ ტრამპი: როცა საქმე აშშ-ის დაცვას ეხება, ჩვენ პოლიტკორექტულები აღარ ვიქნებით
„როდესაც საქმე აშშ-ის დაცვას ეხება, ჩვენ პოლიტკორექტულები აღარ ვიქნებით“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იოკოსუკაში, აშშ-ის საზღვაო ბაზაზე ამერიკელი ჯარისკაცების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„წინა ადმინისტრაციებისგან განსხვავებით, ჩვენ პოლიტკორექტულები აღარ ვიქნებით. როდესაც საქმე აშშ-ს დაცვას ეხება, ჩვენ პოლიტკორექტულები აღარ ვიქნებით. ჩვენს ქვეყანას ყველა საჭირო საშუალებით დავიცავთ და ეს, როგორც წესი, პოლიტკორექტული გზა არ არის“, - აცხადებს ტრამპი.
Trump to troops in Japan: "Unlike past administrations, we will not be politically correct. You don't mind that, do you? When it comes to defending the United States we're no longer politically correct. We're gonna defend our country any way we have to and that's usually not the… pic.twitter.com/0w16wOTbq0
— Aaron Rupar (@atrupar) October 28, 2025