დონალდ ტრამპი რომის პაპისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს - „ის ცდება“
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა რომის პაპი ლეო XIV ირანის ომის წინააღმდეგ დაკავებული პოზიციის გამო.
კითხვაზე, მართებს თუ არა პრეზიდენტს პაპის წინაშე ბოდიშის მოხდა მას შემდეგ, რაც მან კვირა საღამოს პონტიფიკოსი მკაცრად გაკიცხა, ტრამპმა უპასუხა: „არა, არ მართებს, რადგან პაპმა ლეომ თქვა ისეთი რამ, რაც მცდარია. იგი კატეგორიული წინააღმდეგი იყო იმისა, რასაც მე ირანთან მიმართებით ვაკეთებ, თქვენ კი არ შეგიძლიათ გყავდეთ ბირთვული ირანი“.
ტრამპმა განაცხადა, რომ პაპი „შედეგით უკმაყოფილო დარჩებოდა“, ირანს ბირთვული შესაძლებლობების მოპოვება რომ შეძლებოდა. „თქვენ გეყოლებოდათ ასობით მილიონი დაღუპული ადამიანი, და ეს არ მოხდება“.
„ბოდიშის მოსახდელი არაფერია. ის ცდება“, - განაცხადა პრეზიდენტმა. „მას არ მოსწონდა ის, რასაც ჩვენ ირანთან მიმართებით ვაკეთებთ, მაგრამ ირანს... ბირთვულ სახელმწიფოდ გახდომა სურს, რათა მათ შეძლონ სამყაროს განადგურება. ეს არ მოხდება“.