Loading data...
დონალდ ტრამპი: „რადიკალი მემარცხენე დემოკრატები“ საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგებს აყალბებენ, თუმცა რეალური გამოკითხვები შესანიშნავია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „მემარცხენე დემოკრატები“ საზოგადოებრივი აზრის ყალბ კვლევებს ავრცელებენ, რომლის მიზანიც, რესპუბლიკელების დემორალიზებაა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

რადიკალური მემარცხენე დემოკრატები გიჟდებიან ყალბი გამოკითხვებით. ისინი მათ აქამდე უპრეცედენტო დონეზე აჩვენებენ. მათ „დემორალიზაციის ოპერაციებს“ უწოდებენ, სადაც ისინი ცდილობენ რესპუბლიკელების დემორალიზებას, რათა ისინი არჩევნებზე არ გავიდნენ და ხმა არ მისცენ, თუმცა რეალური გამოკითხვები რესპუბლიკელებისთვის საოცარია და ჩვენს ქვეყანაში სულისკვეთება არასდროს ყოფილა ასეთი მაღალი. ჩვენ ყველას ვამარცხებთ, მათ შორის ირანს, რომელიც ეკონომიკურ და სამხედრო სიკვდილის სპირალშია“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, აშშ წარმატებას აღწევს ირანთან დაპირისპირებაშიც და ირანის ეკონომიკური და სამხედრო მდგომარეობა, მკვეთრად უარესდება.

„ჩვენ ყველას წინააღმდეგ ვიმარჯვებთ, მათ შორის ირანის წინააღმდეგაც, რომლის ქვეყანაც ეკონომიკური და სამხედრო სიკვდილის სპირალშია“, - დასძინა დონალდ ტრამპი.