Loading data...
დონალდ ტრამპი: პუტინსა და ზელენსკის ომის დასრულება სურთ, თუმცა არ იციან, ეს როგორ გააკეთონ

„რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ომის დასრულება სურთ, თუმცა არ იციან, როგორ მიაღწიონ ამას“, - ამის შესახებ აშშ-ის ლიდერმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რატომ იყო დარწმუნებული პუტინის სურვილში, ტრამპმა უპასუხა, რომ ეს  მოლაპარაკებების გამოცდილებიდან გამომდინარეობს.

„უბრალოდ მოლაპარაკებების თვალსაზრისით, მთელი ჩემი ცხოვრება გარიგებების დადებას უკავშირდება. ვფიქრობ, პუტინს სურს... ვფიქრობ, ორივეს სურს ომის დასრულება“, - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მხარეებს შორის არსებული დაპირისპირება პროცესს ართულებს.

„მათ შორის ძალიან ძლიერი სიძულვილია. ორივეს ომის დასრულება სურს, მაგრამ არ იციან, როგორ გააკეთონ ეს. ჩვენ მათ ამაში დავეხმარებით“, - დასძინა ტრამპმა.