1791713187
უცხოეთი
დონალდ ტრამპი: პუტინს უკრაინაში ომის დასრულება და შეთანხმების მიღწევა სურს
„ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო დიალოგისას კრემლის ლიდერისგან უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მზაობა ვიგრძენი“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მედიის წარმომადგენლების კითხვას, თუ რა იყო პუტინთან საუბრის მთავარი თემა, ტრამპმა უპასუხა, რომ რუსეთის მხარეს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა სურს.
„მას შეთანხმების მიღწევა სურს. პრეზიდენტ პუტინს ძალიან სურს შეთანხმების მიღწევა“, – აღნიშნა თეთრი სახლის ხელმძღვანელმა.
გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ რუსეთი გლობალურ ბაზარს ენერგორესურსების დიდ მოცულობას აწვდის.
„შეხედეთ, მას მსოფლიო ბაზარზე დიდი რაოდენობით ნავთობი გააქვს. ეს კარგია. და, სხვათა შორის, ძალიან დაბალ ფასად“, – დასძინა ტრამპმა.